გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესის შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესის შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესის შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ურუგვაის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საუბარი შეეხო საქართველოს იკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე მადლიერება გამოხატა ურუგვაის მიმართ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციიის მხარდაჭერისათვის, რომლითაც გაეროს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და აღნიშნა, რომ ურუგვაის ამ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში მსგავსი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით, მათ შორის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროებში.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამიოთქვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესის სფეროებში ურთიერთობების გააქტიურებას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ეს იყო საქართველოს და ურუგვაის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა.

,,შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ ლიდერები გასაუბრებოდნენ ერთმანეთს.

ურუგვაის პოზიცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კონტექსტში.

განიხილეს ძალიან კონკრეტული საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და ასევე, რეგიონულ თანამშრომლობას'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341