ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო. სოფელ ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთში გახსნილ საბავშვო ბაღებში მთლიანობაში 210 აღსაზრდელი ივლის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 34 ადგილობრივი კადრი დასაქმდა.

სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ორსართულიან ბაღებში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზები. ბაღები უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით. კეთილმოეწყო ეზოები, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.

ხუცუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 434 000 ლარი, ხოლო სოფელ ქობულეთის საბავშვო ბაღისთვის - 397 000 ლარი დაიხარჯა.
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 4 ახალი საბავშვო ბაღი კვირიკეში, მუხაესტატეში, ბობოყვათსა და ქაქუთში გაიხსნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მთლიანობაში 666 496 ლარი დაიხარჯა.

17 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 141 415 ლარი დაიხარჯა.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193