საფრანგეთის პრემიერმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

საფრანგეთის პრემიერმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს,-ინფორმაციას  BFMTV ავრცელებს.

იმისთვის, რომ სოციალისტების კანდიდატმა და მთავრობის ხელმძღვანელმა არჩევნებში გაიმარჯვოს, აუცილებელია მანუელ ვალსმა საკმარისი ხმების რაოდენობა მოაროვოს. ხმის მიცემის პროცესი 2017 წელს ორ ეტაპად ჩატარდება.

როგორც ტელეარხი იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილება მანუელ ვალსმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უკვე განაცხადა, საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც საკუთარ მემარცხენე-ცენტრისტულ მოძრაობას "წინ!" წარმოადგენს.

ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ არც ფრანსუა ოლანდი და არც სხვა სოციალისტური პარტიის სხვა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გავიდოდა. სავარაუდოდ, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ერთმანეთს პრაიმერში გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "რესპუბლიკელების" კანდიდატი, ფრანსუა ფიიონი და "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილ-მაისში ჩატარდება.

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

6 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 ტონა ნაგავი, რაც ძირითადად პლასტმასის მასაა, სანაპიროზეა გამორიყული. ადგილობრივები, აღნიშნული სანაპირო ზოლის გასუფთავებისათვის დახმარებას ითხოვენ.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072