მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის/ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების/გაერთიანებების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე აქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის,- ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.
კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, გრანტის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები:

• დაგეგმოს და ჩაატაროს შესაბამისი საგნის, ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან სტანდარტების საჯარო განხილვები, ფოკუს-ჯგუფები და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში;

• განახორციელოს სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი საგნობრივი სტანდარტისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შედარებით ანალიზს;

• საბოლოო ანგარიშში ასახოს კვლევის მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საგნობრივმა ასოციაციამ/გაერთიანებამ შევსებული საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 5 დეკემბრის ჩათვლით, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული განაცხადის შევსებული ფორმის სახით ელექტრონულ ფოსტაზე http://info@tpdc.ge

პროექტისათვის ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

7 საათის წინ

ფესტივალი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს, უფასო მუნიციპალურ საზაფხულო დასასვენებელ ადგილას გაიმართა, რომელიც აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინიციატივით მოეწყო. ფესტივალში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072