ირაკლი გაფრინდაშვილი: ვისაც ფული სჭირდება, ყოველთვის ნახავს სესხის აღების ალტერნატიულ გზას

ირაკლი გაფრინდაშვილი: ვისაც ფული სჭირდება, ყოველთვის ნახავს სესხის აღების ალტერნატიულ გზას

იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი ონლაინ სესხების აკრძალვასთან დაკავშირებით "აიპრესის" შეკითხვებს პასუხობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ სესხების გაცემა ქვეყანაში აიკრძალება.

იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი ონლაინ სესხების აკრძალვასთან დაკავშირებით "აიპრესის" შეკითხვებს პასუხობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ სესხების გაცემა ქვეყანაში აიკრძალება.

- მთავრობა ონლაინ სესხების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, რამდენად დროული და მისაღები იყო დღეს საზოგადოებისთვის?

" ვფიქრობთ საზოგადოების სოციალურ პრობლემებს ეს დიდად ვერ დაეხმარება, ვინაიდან უკვე აღებული სესხების დაბრუნების ვალდებულება კვლავაც იარსებებს და ამ უფლებას გამსესხებელს ვერ მოუსპობ, მოქალაქეები ვისაც უკვე პრობლემა შეექმნა ონლაინ სესხის დაბრუნებაში, ამ პრობლემისგან ვერ გათავისუფლდება.

რაც შეეხება სამომავლოდ ონლაინ ფორმით სესხის გაცემის და აღების აკრძალვას, ადამიანი, რომელსაც ფული ჭირდება, ყოველთვის გამონახავს სესხის აღების ალტერნატიულ გზას ისევე, როგორც ის პირი ვისაც სესხის გაცემა უნდა.

არის საშიშროება, რომ გაჩნდეს გარკვეული ჩრდილოვანი ბაზარი, რასაც, ჩემი აზრით სჯობს რეგულირებადი გავხადოთ როგორც ონლაინ, ასევე სხვა ტიპის სესხების გაცემა. მაგალითად დარეგულირდეს მსესხებელზე პირგასამტეხლოს, პროცენტის, გაცემის საკომისიოს დარიცხვისა და გადახდევინების საკითხები".

მაგრამ რამდენად მისაღებია როდესაც გარკვეული სახის ბიზნესის აკრძალვის ინიციატივით გამოდიხარ?

"ბიზნესის აკრძალვა ზოგადად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ეს მთავრობასაც კარგად ესმის. არ მგონია ასე პირდაპირ აიკრძალოს სესხის ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით გაცემა. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგივე პირობებით სესხის სხვა ფორმით გაცემას წაახალისებს და არაფერს შეცვლის. შესაძლოა მოხდეს ისეთი რეგულირება, რომელიც დაავალდებულებს სესხის გამცემს გამოიკვლიოს მსესხებლის გადახდისუუნარობა, გაუმჟღავნოს მსესხებელს ყველა რისკი, დანახარჯი და ვალდებულება, რაც გონივრულია, თუმცა სრულად აკრძალვა მიზანშეუწონელია".

ზარალდებოდა თუ არა რეალურად მომხმარებელი?

"ზარალდებოდა ის მომხმარებელი, რომელიც ვერ ახერხებდა სესხის დროულად გადახდას. სესხის გადაუხდელობაზე, ისევე როგორც დაგვიანებით გადახდაზე, საკმაოდ დიდი ფინანსური სანქციები ერიცხებათ".

თქვენთვის თუ მოუმართავთ კონსულტაციისთვის და ძირითადად რა პრობლემით?

"დიახ მოგვმართავენ და ძირითადად ეს მაღალ სანქციებთან არის დაკავშირებული. მოვალეს გარკვეულ შემთხვევაში აქვს მზაობა გადაიხადოს ძირითადი თანხა ოღონს ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე აღსრულებაა მის მიმართ დაწყებული და სხვა გამოსავალი არ აქვს, თუმცა ჯარიმების და დარიცხული პროცენტების გადახდაზე უარს აცხადებენ".

ლაპარაკია ასევე, სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლების გაზრდაზე.... ანუ როგორ უნდა დაიცვას თავი საზოგადოებამ რა ბერკეტები არსებობს და ასევე... როგორ უნდა დაიცვას თავი ბიზნესმა?

"საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას იმით, რომ ერთი მხრივ უნდა გაეცნოს ყველა იმ პირობას, რომელსაც ესა თუ ის საკრედიტო ორგანიზაცია სთავაზობს, რადგან არავინ კითხულობს ხელშეკრულებას, როდესაც სესხს იღებს, ხოლო მეორე მხირვ, მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ისეთი სესხის აღებისგან, რომლის გადახდაც მათ ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.

რაც შეეხება ბიზნესს, ამ სფეროს წარმომადგენლებმა ალბათ მთავრობას უნდა შესთავაზონ ისეთი თვითშეზღუდვის რეგულაციები, რომელიც დაიცავს ბალანსს საზოგადოების და ბიზნესის ინტერესებს შორის და ეს უნდა გახდეს მთავრობისთვის სტიმული იმისა, რომ კი არ აკრძალოს, არამედ დაარეგულიროს ესა თუ ის მტკივნეული სამოქალაქო ურთიერთობები".

 აგვისტოში საქართველოში უცხოეთიდან 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა

აგვისტოში საქართველოში უცხოეთიდან 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა

41 წუთის წინ

2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მილიონ 900 ათასი აშშ დოლარი (48 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარისა (46 მილიონ 500 ათასი ლარისა) გასული წლის აგვისტოში. ცხრილში მოცემულია საერთო დადებით სალდოში (116 მილიონ 700...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088