თეა წულუკიანი: წელს არასრულწლოვანთა გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 4%-ია

თეა წულუკიანი: წელს არასრულწლოვანთა გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 4%-ია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიმდინარე წელს არასრულწლოვანთა შემთხვევაში უფრო მეტი განრიდება მოხდა, ვიდრე სისხლის სამართლებრივი დევნა.

"წელს არასრულწლოვნებზე გამამართლებელ განაჩენთა მაჩვენებელი 4%-ია, ასე იყო გასულ წელს. მრავალი წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 0.3% იყო. მნიშვნელოვანია, ამ სტატიკის მიხედვით გამოჩნდა, რომ წელს პირველი წელია, არასრულწლოვანთა შემთხვევაში უფრო მეტი განრიდება მოხდა,  ვიდრე სისხლის სამართლებრივი დევნა. წელს ორჯერ მეტი არასრულწლოვანი გვყავს განრიდებული, ვიდრე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

მისი თქმით, გაზრდილია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში მედიაციათა რიცხვი. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ მიღებული ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექს პრაქტიკაში ამუშავდა და საკმაოდ წარმატებით", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

მედიაში გამოქვეყნებულ "გალერის" დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

მედიაში გამოქვეყნებულ "გალერის" დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

3 საათის წინ

„2018 წლის 23 მაისს, გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054