უკრაინისთვის  ლიბერალიზაციის მინიჭება  შესაძლოა წლის ბოლოსთვის გადაიდოს

უკრაინისთვის ლიბერალიზაციის მინიჭება შესაძლოა წლის ბოლოსთვის გადაიდოს

უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა შესაძლოა წლის ბოლოსთვის გადაიდოს,-ინფორმაციას RBC.RU ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირისა და უკრაინის სამიტი დასრულდა. შეხვედრის მთავარი საკითხები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება იყო. როგორც ევროპელმა დიპლომატებმა აღინიშნეს, ორივე საკითხი შესაძლოა უკრაინისთვის დეკემბერში დადებითად გადაწყდეს.

"პირველი, რაზეც ჩვენ დღეს შევთანხმდით, ეს ევროკავშირში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების ნათელი პერსპექტივაა“,-განაცხადა პოროშენკომ ბრიუსელში გამართულ სამიტზე. მისი თქმით, შეთანხმება არ შეიცვლება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მიზანია "შეთანხმების რატიფიცირება დასრულდეს", რომელსაც პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

დონალდ ტუსკის განმარტებით, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტესსა და პოროშენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირი მუშაობს საკითხზე, რათა ნიდერლანდებმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს. ტუსკი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დეკემბერში, ევროკავშირის სამიტზე იქნება მიღებული. "უკრაინის წარმატება მთელი ევროპის წარმატება იქნება", - განაცხადა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სამიტზე იყო მსჯელობა, ეს უკრაინასა და ევროკავშირის შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ეხებოდა. "ცხადია, ითქვა, რომ უკრაინამ საკუთარი ვალდებულებები შეასრულა", - განაცხადა პოროშენკომ.

 თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის მზადაა, მაგრამ ეს შეთანხმება ძალაში მაშინ შევა, როდესაც ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო მისი შეჩერების შესახებ მექანიზმს აამოქმედებენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერი განაცხადა, რომ ეს შესაძლოა დეკემბერში მოხდეს. გარდა ამისა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა დღეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

32 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237