თურქეთის ხელისუფლებამ 10.5 ათასი ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თურქეთის ხელისუფლებამ 10.5 ათასი ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თურქეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 10.5 ათასი ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრმა, მეჰმუთ მუეზინოღლუმ განაცხადა.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში სამუშაო ასობით მასწავლებელმა დაკარგა. თურქეთის სპეცსამსახურები მათ „ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებენ.

22 ნოემბერს, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების ფარგლებში, 15 ათას საჯარო მოხელეს მუშაობის უფლება შეუჩერა.

გარდა ამისა,  ხელისუფლების განკარგულებით ცხრა მედია, მათ შორის შვიდი გაზეთი დაიხურა. ასევე დაახლოებით 500 სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის 18 საქველმოქმედო.

სამხედრო გადატრიალების წარუმატაბელი მცდელობის შემდეგ, 110 ათასი სამოქალაქო და სამხედრო პირი, მათ შორის სამართალდამცველები დააკავეს ან მუშაობის უფლება შეუჩერეს. მათ შორის არიან როგორც მოსამართლეები, ასევე დეკანები, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები და ჟურნალისტები.

სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ  ათასობით ადამიანი დააკავა, თანამდებობიდან გაათავისუფლა და მუშაობა შეუჩერა. მათ შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები, პედაგოგები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები.

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, მაგრამ გადატრიალება ჩაახშეს. არეულობის შედეგად 246 ადამიანი დაიღუპა და ორი ათასზე მეტი დაშავდა.

სამხედრო გადატრიალების ჩახშობის შემდეგ, თურქეთში სამთავრობო,  საჯარო უწყებებში, არმიაში, სპეცსამსახურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასობრივი რეპრესიები და დაკავებები დაიწყო, რაც დღემდე მიმდინარეობს.

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

16 წუთის წინ

"მე ზრდილობიანად წამოვედი" - წერს სანდერსი. "მისი საქციელი მასზე ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩემზე. მე ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს პატივისცემით მოვექცე, თუნდაც რომ არ ვეთანხმებოდე მათ და ასე ვაპირებ განვაგრძო", - დაამატა პრესმდივანმა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207