უპრეცედენტო ფაქტი- ნატოს მრავალეროვნულ სწავლებას ნატოს არაწევრი ქვეყანა-საქართველო ატარებს

უპრეცედენტო ფაქტი- ნატოს მრავალეროვნულ სწავლებას ნატოს არაწევრი ქვეყანა-საქართველო ატარებს

უპრეცედენტო ფაქტი- ნატოს მრავალეროვნულ სწავლებას ნატოს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა -საქართველო ატარებს. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელსაც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მასპინძლობს. 

პრემიერის თქმით, ეს ფორმატი ქართველ სამხედროებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მოკავშირეებისა დაპარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, განავითარონ პროფესიული უნარები.

„ვამაყობ, რომ ჩვენ, ქართველებმა შევძელით ყველა ეტაპის წარმატებით გავლა, სწავლების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კრიზისების მართვისა და რეაგირების სწავლებაზე ნატოს მრავალეროვან ბრიგადას სწორედ  ქართული მხარეხელმძღვანელობს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და ევროატლანტიკურიმისწრაფებების რეალიზების პროცესში. დარწმუნებული ვარ, წვრთნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება და სასარგებლო და წარმატებული იქნება ყველა მონაწილისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.სწავლებაში 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის – თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო,რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგიის სამეფო, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულისამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები – უკრაინა და მაკედონია.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები, შეიარაღებული ძალებისა და საქართველოშიაკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ბრიგადის შტაბი დაათვალიერეს, სადაც სწავლება მიმდინარეობს.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237