საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ემანუელ მარკონი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ემანუელ მარკონი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მარკონი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს,-ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

"ეს არა საფრანგეთის ნაწილისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ბრძოლაა. მე თქვენთან ერთად, მამაკაცებთან და ქალებთან, ყველა კეთილი ნების ადამიანთან ვიქნები, ვისაც პროგრესის სჯერა ", - განაცხადა კანდიდატმა.

მარკონი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გადადგა და პოლიტიკური საქმიანობა მის წინამორბედს დაუთმო. 38 წლის პოლიტიკოსს არჩევნებში მანამდე კენჭი არ უყრია.

მანამდე, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მოქმედმა სახელმწიფოს მეთაურმა, ფრანსუა ოლანდმა და მისმა წინამორბედმა ნიკოლა სარკოზიმ გამოთქვა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, არჩენებში მათი გამარჯვების შანსები დაბალია.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ასევე "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, მარინ ლე პენმაც გამოთქვა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება, მეორე, საჭიროების შემთხვევაში, 2017 წლის 7 მაისს.

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

27 წუთის წინ

ექიმების აზრით, ორგანიზმის რეაქცია ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისგანაც ზეთს იღებენ - აიპრესი) თესლმა გამოიწვია, რომელიც სენდვიჩის პურის დაბრაწვისას მის ზედაპირზე კი არ იყო მოყრილი, არამედ პურის შიგნით და მისი შემჩნევა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172