ქალაქ პორტლენდში ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 26 ადამიანი დააკავა

ქალაქ პორტლენდში ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 26 ადამიანი დააკავა

ორეგონის შტატის ქალაქ პორტენდში აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგ აქციაზე მომხდარი არეულობის შემდეგ, სამართალდამცველებმა 26 ადამიანი დააკავეს,-ინფორმაციას ქალაქის პოლიცია მიკრობლოგ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არეულობის შედეგად სამართალდამცველებმა 29 ადამიანი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

პოლიციის განცხადებით, შეიარაღებულმა მომიტინგეებმა არეულობის დროს ქვები გამოიყენეს, ავტომობილები დააზიანეს და სამართალდამცველებს დაემუქრნენ.

პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და დემონსტრანტებს არეულობის თავიდან აცილების მიზნით, დაშლისკენ მოუწოდა.თუმცა, სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადნენ.

აქციებში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, დონალდ ტრამპი საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და მას "ძალიან უსამართლო" უწოდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

23 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237