აბაშიძე: ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ოკუპირებული ტერიტორიების კანონი უნდა გაითვალისწინონ

აბაშიძე: ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ოკუპირებული ტერიტორიების კანონი უნდა გაითვალისწინონ

„უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონი უნდა გაითვალისწინონ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმი“ მოუწოდებს ტურ ოპერატორებს, გააცნონ ტურისტებს ის საფრთხეები, როლებიც მათ შესაძლოა ემუქრებოდეს საქართველოში. 

აბაშიძის შეფასებით, საქართველოში უცხოელი ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი, რასაც აღიარებენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე უცხოელი ტურისტები.

„როსტურიზმის“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ქვეყანაში უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილია კომფორტული, უსაფრთხო გარემო. ამას აღნიშნავენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე თვით უცხოელი ტურისტები. ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქისათვის რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშნული კომენტარის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოგზაურობისას უცხოელმა ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

47 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237