ლევან ბერძენიშვილი: ტრამპის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ნიშნავს

ლევან ბერძენიშვილი: ტრამპის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ნიშნავს

„ტრამპის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ნიშნავს. ეს დემოკრატიის გამოცდა იქნება, ვინაიდან ტრამპის განცხადებები არ არის სრულ ჰარმონიაში დემოკრატიულ განწყობებთან“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, ტრამპს კურსის სერიოზულად გადახვევის საშუალებას არ მისცემენ. ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დადებითი დამკიდებულება აქვს.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ მსოფლიო ლიბერალური ორგანიზაციის წევრია. ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარტიულად მხარს არ ვუჭერდით „რესპუბლიკელების“ კანდიდატს, თუმცა ისტორიულად როდესაც ამერიკაში „რესპუბლიკელები“ იმარჯვებდნენ ხოლმე ეს საქართველოსთვის ბევრად უკეთესი იყო. ვინაიდან მათ უფრო მტკიცე ხაზი ჰქონდათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდება ძნელი სათქმელია, ვინაიდან ტრამპი ძალიან მოულოდნელი და უცნაური კანდიდატი იყო. 

რაც ნამდვილად მოხდა ეს არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა სააგენტო, რომელიც გამოკითხვებს ატარებს ყალბი და მცდარი აღმოჩნდა. ვერავინ ვერ გამოიცნო შედეგები, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში ეს დარგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ვინაიდან ვერ გამოიცნეს ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირიდან, ვერ გამოიცნეს ამერიკის არჩევნების შედეგები. საქართველოში რას ამბობენ ეს კიდე სხვა საკითხია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება.

„ტრამპის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ნიშნავს. უპირველეს ყოვლისა ეს დემოკრატიის გამოცდა იქნება, ვინაიდან ტრამპის განცხადებები არ არის სრულ ჰარმონიაში დემოკრატიულ განწყობებთან. თუმცა, ვიცით რომ წინასაარჩევნო რიტორიკა და საპრეზიდენტო მმართველობა ერთმანეთისგან სერიოზულად განსხვავდება. აშშ-ში ისეთი სისტემაა, რომ არავინ არ მისცემს უფლებას პრეზიდენტს რომ არსებულ კურსს ძალიან გადაუხვიოს“, - აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. 

ბერძენიშვილის აზრით, საქართველოსთვის ორივე ამერიკული პარტია სტრატეგიული პარტნიორია. 

„ჩვენი პარტნიორი არა მხოლოდ რომელიმე პარტია, არამედ მთლიანად ქვეყანა, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ იმის მიუხედავად რომ არიან „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ხვალ მზე მაინც ამოვაო. საქართველოს მზე აშშ-თან დაკავშირებით ყოველთვის ზენიტში იქნება. ვიცით ტრამპის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, ის ყოველთვის დადებითი იყო“, - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა „აიპრესს“.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც "რესპუბლიკელების" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში ხმების 48% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა 47.2%. ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა, გამარჯვებისთვის კი კოლეგიაში 270 ხმა იყო საჭირო.

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

30 წუთის წინ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172