მეგი გოცირიძე: მიშა იქედან ტრიუმფით შემოვა აქ!

მეგი გოცირიძე: მიშა იქედან ტრიუმფით შემოვა აქ!

"ხალხო, გაეშვით ამ უაზრო კინკლაობას ვიღაც ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერებთან და მათთან გათანაბრებულ პირებთან გადახედეთ საერთაშორისო პრესას და უკრაინელი ექსპერტების შეფასებებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მინიმუმ 20 ბიძინას ებრძვის შიშველი ხელებით ( უკრაინელ ხალხთან ერთად), პრაქტიკულად ამოატრიალა უკრაინაში პოლიტიკური პროცესები!", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.   

"შეხედეთ მიშას და იამაყეთ, ილოცეთ რომ ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს! ლოგიკურია, რომ იქაურ ქოცებს ებრძვის და აქაური ქოცები ებრძვიან! 

გვახსოვდეს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა , მერე იძახონ ღრუბელ-ღრუბელო.  გვახსოვდეს, რომ უკრაინაში წყდება საქათველოს მომავალი და არა პოლიტსაბჭოზე! 

გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიშას გუნდი ვართ, რომელმაც წუმპეში სახელმწიფო შეგვიქმნა! გვახსოვდეს რომ მიშა მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და არა ვიღაც ახალი სახე პოლიტიკაში, გვახსოვდეს მიშა ერთადერთია ვინც ღიად ებრძვის მსოფლიო დონის მანიაკს!

გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ვერ გადავასწრებთ ისევე როგორც კალენდარს! დროებით დავივიწყოთ რაც მოხდა "გუშინ" და დღეს მიშა რატომ არ არის ქვეყანაში, გვახსოვდეს რომ მიშა ჩვენი ლიდერია და ის წავიდა საომრად იქ და იქედან ტრიუმფით შემოვა აქ!

გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ აქ არ მოვამზადეთ პროცესები და თუ არ დავანახეთ ის, რომ მიშას ბრძოლის პარალელურად ჩვენ აქ ვასუსტებთ ოლიგარქს, უკრაინას ეშველება, მაგრამ ჩვენ არაფერი!

ჩვენ დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო და ვიამაყოთ შვილიშვილების წინაშე! ღმერთო, შენ დაიფარე მიშა და ყველა მისი თანამედროვე", - წერს გოცირიძე facebook-ში.  

წულუკიანი: რომ ატყდა ამბავი, ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც და ლამის გახარიაც

წულუკიანი: რომ ატყდა ამბავი, ისე გამოვიდა, რომ გვენეტაძეც მე ვარ, შოთაძეც და ლამის გახარიაც

3 წუთის წინ

2013 წელს, როდესაც გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკოსი აღარ უნდა იყოს გენპროკურორი, მე ეს გადაწყვეტილება მომწონდა. გავატარეთ ეს რეფორმა. არ იყო სწორი, პროკურორის დანიშვნის. ვისაც პრემიერი ენდობოდა მე ის უნდა წარმედგინა. მე ღიად ვთქვი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080