ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია დღის ბოლომდე სრულად აღდგება

ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია დღის ბოლომდე სრულად აღდგება

ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა დაბლობში 20-25, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30-35 სანტიმეტრს მიაღწია,- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 60-70 სანტიმეტრია, რის გამოც ჩაკეტილია გზა.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.

შიდა სასოფლო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მაღალი ზონის სოფლებში გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.

ელექტროენერგიის მიწოდება სოფლების უმრავლესობაში აღდგენილია.

დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

პანკისის ერთ-ერთი უხუცესი: პილიციაში გვითხრეს, რომ ჰესისი მშენებლობის წინააღმდეგობას აზრი არ აქვს

პანკისის ერთ-ერთი უხუცესი: პილიციაში გვითხრეს, რომ ჰესისი მშენებლობის წინააღმდეგობას აზრი არ აქვს

17 საათის წინ

ერთერთი უხუცესის ინფორმციით, გასულ კვირას დუისის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს ის უხუცესები,რომლებიც მედიასთან ურთიერთობით და აქტიური განცხადებებით გამოირჩევიან. "შეხვედრაზე შვიდი უხუცესი ვიყავით, შეხვედრას პოლიციის...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080