ბათუმში, საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება

ბათუმში, საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 79-ე საოლქო კომისიაში საჩივრებს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს.

ეს იმ უბნების საჩივრებია, სადაც შემაჯამებელი ოქმები 31 ოქტომბერს დაიწერა და შესაბამისად, მათი შეტანის ვადა ჯერ არ ამოწურულა. 

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ გუშინ 40 საჩივარი განიხილა.

ოლქმა ის ნაწილი, რომელიც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, დააკმაყოფილა და გაფრთხილება და შენიშვნა მისცა კომისიის წევრებს,ერთ შემთხვევაში კი, საუბნო კომისიის თავჯდომარესა და მდივანს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

საჩივრების ავტორები აცხადებდნენ, რომ იყო უბნები, სადაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი და ჩასწორები იყო, რის გამოც ბიულეტენების გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა ამ ტიპის არც ერთი საჩივრი სრულად არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის საოლქო კომისია დარჩენილი 5 საჩივრის განიხილვას რამდენიმე წუთში განაახლებს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიან არჩევნები“ და პოლიტიკურ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186