ხულოს მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს - თოვლიანი ხულო (ფოტორეპორტაჟი)

ხულოს მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს - თოვლიანი ხულო (ფოტორეპორტაჟი)

გადაუღებლად თოვს ხულოს მუნიციპალიტეტში. თოვლის საფარი დაბლობში 15, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს აღწევს. 60 სანტიმეტრია თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე.

ამ დროის მონაცემებით ელექტროენერგია დაახლოებით 25 სოფელს არ მიეწოდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც შეეხება ბაღებს, საციხურის, ღურტის და კვატიის საბავშვო ბაღებში სწავლა დენის გათიშვის გამო შეჩერდა. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და პრობლემა დღის მეორე ნახევრისთვის ნაწილობრივ მოგვარდება. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზებზე სატრანსპორტო გადაადგილება არ შეფერხებულა. ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხულოს გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

თოვს შუახევშიც. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 5-10 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში კი, 20-30 სანტიმეტრს აღწევს. ნალექი დიდი რაოდენობა მოვიდა სოფელ ნაღვარევში, სადაც 50 სმ თოვლია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ღამის საათებში დენის მიწოდება შეუწყდა შუბნის, ოლადაურის, დღვანის, უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულებს. დაზიანებული სადენების აღდგენა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხებულა. მაღალ ზონაში გადაადგილდებიან ორხიდიანი ავტომანქანები. შუახევის გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელზეც ნაადრევი თოვლით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის ღონისძიებებზე იმსჯელეს.

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ქედაში. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს აღწევს. უამინდობამ მეწყრული პროცესებიც გააქტიურა, რის გამოც ქედა-ხუნკუდას და ვაიოს მიმართულებით საავტომობილო გზა ჩაიკეტა. ქედის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და გადაადგილება რამდენიმე საათში აღდგება. ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფელ მერისში მცხოვრებლებს დენი, რამდენიმე საათიანი შეფერხებით მიეწოდებოდათ. “ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით ამ დროისთვის ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს სრული დატვირთვით მიეწოდება.

აჭარაში ხვალიდან გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო ზოლში დღისით 10-15 გარდუსი სითბო იქნება, მთაში კი ღამით ყინვაა ნავარაუადევი. დღეს ბათუმში იწვიმებს, ზღავაზე 4-5 ბალი შტორმი დაფისიქრდება.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქე მამა-შვილი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსეთის მოქალაქე მამა-შვილი დაშავდა

14 წუთის წინ

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გულ-მკერდის ტრამვით გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით პირველადი დაკვირვებით პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ. ავტოსაგზაო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172