NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე აივარ ჯაესკი, რიგის 2016 წლის კონფერენციის ფარგლებში, "აიპრესთან" ინტერვიუში კრემლის პროპაგანდის შესახებ საუბრობს. "აიპრესის" შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ კრემლის პროპაგანდას, ჯაესკი წინააღმდეგობის გაწევის სამ ძირითად მექანიზმს ასახელებს: ტყუილების გამოაშკარავება, მათთან კამათში შესვლისგან თავის შეკავება და განათლება.

- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე იოლია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსი აქვთ ამ ყველაფერში ჩართული. როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას თქვენი აზრით.

"ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, გლობალური პრობლემაა. რუსეთს უზარმაზარი რესურსი და საშუალება აქვს, რათა წინ წაწიოს და ყველგან გაავრცელოს კრემლის პროპაგანდა.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვაშკარაოთ ყველა ის ტყუილი, რაც მათგან მოდის, რადგან პროპაგანდა ყოველთვის ტყუილებისა და სიყალბისგან შედგება. ჩვენი ამოცანა ამ სიყალბეებისა და მანიპულაციების გამოვლინებაა.

მეორე ისაა, რომ პროპაგანდასთან კამათში არ უნდა შევიდეთ. ჩვენ ჩვენი მტკიცებულებები უნდა წარვადგინოთ და დავიჭიროთ ჩვენი მხარე. რეალურად, თუ მათთან კამათში შეხვალ, მაშინ მათ წრეში მოხვდები, საიდანაც ვეღარ გამოაღწევ. ჩვენ ბევრ კარგ რამეს მივაღწიეთ და რატომ არ უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, რატომ არ უნდა წარვადგინოთ ჩვენი მხარე. ჩვენ ამას ასე პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ესაა ჩემი აზრით მთავარი რჩევები.

რეალურად, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ ხანდახან ამ პროპაგანდას ძალიან სერიოზულად უდგებიან, როდესაც მისი ხუმრობად ქცევაც კი შესაძლებელია. იუმორი ძალიან გეხმარება. იმისათვის, რომ პროპაგანდა ხალხმა შენიშნოს, აუცილებელია საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და ჩინოვნიკებს მისცე განათლება. შედეგად ისინი საკმარისად ჭკვიანები იქნებიან და არ გახდებიან პროპაგანდის მსხვერპლი", - აღნიშნავს ჯაესკი.

NATO-ს პოლკოვნიკი: საქართველოს მიდგომა ალიანსის წევრობისადმი, NATO-ში მიღების პირველი პირობაა

NATO-ს პოლკოვნიკი: საქართველოს მიდგომა ალიანსის წევრობისადმი, NATO-ში მიღების პირველი პირობაა

31 ოქტომბერი, 2016

"თქვენ ძლიერი სურვილი გაქვთ, გახდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა, ვინაიდან ძალიან სერიოზულად უდგებით ალიანსის წევრობის საკითხს, რაც აშკარაა ჩვენთვისაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი პირობა გახდე NATO-ს წევრი, არის სურვილი. ძირითადი წამყვანი პოზიცია რუსული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080