NATO-ს პოლკოვნიკი: საქართველოს მიდგომა ალიანსის წევრობისადმი, NATO-ში მიღების პირველი პირობაა

NATO-ს პოლკოვნიკი: საქართველოს მიდგომა ალიანსის წევრობისადმი, NATO-ში მიღების პირველი პირობაა

  • რიგა 2016
  • 31 ოქტომბერი, 2016
  • 19:27
  • ადმინისტრატორი

NATO-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე აივარ ჯაესკი, რიგის 2016 წლის კონფერენციის ფარგლებში, "აიპრესთან" ინტერვიუში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ საუბრობს. "აიპრესის" შეკითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოსადმი და ჩვენი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჯაესკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ძლიერი სურვილი, გახდეს ალიანსის ნაწილი, აშკარაა წევრი ქვეყნებისათვის.

"თქვენ ძლიერი სურვილი გაქვთ, გახდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა, ვინაიდან ძალიან სერიოზულად უდგებით ალიანსის წევრობის საკითხს, რაც აშკარაა ჩვენთვისაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი პირობა გახდე NATO-ს წევრი, არის სურვილი.

ძირითადი წამყვანი პოზიცია რუსული პროპაგანდისა, რაც ყოველთვის გვესმის, ისაა, რომ ისინი ამბობენ, რომ NATO-ს გაფართოება და რუსეთის საზღვრებთან მიახლოება სურს, რაც საერთოდ არაა ჩვენი მიზანი.

სახელმწიფოებს სურს გახდეს ალიანსის წვერი და იყოს უსაფრთხოდ. ეს ჩვენ ვიყავით, ბალტიის ქვეყნები: ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რომელმაც გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო ამ უდიდესი, უსაფრთხო გარემოს ნაწილი, ვყოფილიყავით დაცულები, რადგან NATO-ს ძირითადი სლოგანია "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის", რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს ჯაესკი.

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

01 ნოემბერი, 2016

- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080