ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარაში, ''ქართული ოცნების'' კანიდატები ლიდერობენ

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარაში, ''ქართული ოცნების'' კანიდატები ლიდერობენ

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით, აჭარაში, „ქართული ოცნების“ კანიდატები ლიდერობენ. ცესკო-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იმ 5 ოლქში სადაც საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარებს შორის გამარჯვებული, პირველი ტურის შედეგად ვერ გამოვლინდა, ერთმანეთს ორი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდნენ.

72-ე ოლქი- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -მიშა ბოლქვაძე 27.85%-„ქართული ოცნება“ ილია ნაკაშიძე 72.15%; 71-ე ოლქი-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -ჯანსუღ ჯინჭარაძე 28.68%-„ქართული ოცნება“ კობა ნაკაიძე 71.32%; 70-ე ოლქი- მონაცემებით:“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -თეიმურაზ დუმბაძე 28.72%-„ქართული ოცნება“- მუხრან ვახტანგაძე 71.28%; 69-ე ოლქი-გიორგი კირთაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30.78%-

„ქართული ოცნება“ ლევან ბეჟანიძე 69.22%; 68-ე ოლქი-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -მირდატ ქამადაძე 31.87%- „ქართული ოცნება“ ფატი ხალვაში 68.13%; მერე ტური, არ ჩატარებულა 73-ე ხულოს ოქლში, სადაც 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ, 50%-იანი ბარიერი გადალახა და ხმების 51.77% აიღო.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080