23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა

23 აპრილს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამ დღეს პატარა მკითხველებთან ერთად აღნიშნავენ. 

14:00 საათზე, მიხეილ გიორგაძე და მედეა მეტრეველი ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“-ს აღსაზრდელებს ესტუმრებიან და საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას გადასცემენ. ხმოვანი ზღაპრების, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების უახლესი გამოცემების ნუსხა მათი ასაკის, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.

ღონისძიებაში ჩართულია თითქმის ყველა მსხვილი ქართული გამომცემლობა: „პალიტრა L“, „დიოგენე” , „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ელფი“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, „ბაკმი“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“. ბავშვთა ცენტრში შეხვედრას მწერალი ლაშა ბუღაძეც დაესწრება, რომელიც მოზარდებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრება და მათ ასაკში აუცილებლად საკითხავ ლიტერატურას შეურჩევს. ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“ ამ ეტაპზე 160 სოციალურ დაუცველ ბავშვზე ზრუნავს.

დღეს მშობლების საერთაშორისო დღეა

დღეს მშობლების საერთაშორისო დღეა

1 საათის წინ

მოქალაქეები, ორგანიზაციები, ფედერალური, სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოები ხელს უწყობენ მშობლების როლის ზრდას შვილების აღზრდის საკითხში. ისინი ხელს უწყობენ ამ დღის პოპულარიზაციას პროკლამაციებით...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080