ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევის სამივე ოლქში "ოცნების" კანდიდატები იგებენ

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევის სამივე ოლქში "ოცნების" კანდიდატები იგებენ

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევის სამივე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები იგებენ.

ნაძალადევის #17 ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფიო კილაძემ 77,31% (9896 ხმა) მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მურმან თხელიძე ხმათა 22,69%  ანუ 2905 ხმა მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით,  "ოცნების" კანდიდატი "ნაცმოძრაობის კანდაიდატს" 6991 ხმით უგებს.

ნაძალადევის #18 ოლქში 73,16% (10341 ხმა) ლიდერობს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა გუგეშაშვილმა კი ხმათა 26,84% (3794 ხმა) მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით,  ყაველაშვილი გუგეშაშვილს 6547 ხმით უგებს.

ნაძალადევის #19 ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ხმათა 70,96% (8126 ხმა) მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ლერი დემეტრაშვილმა კი 29,04% (3326 ხმა) მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით,  "ოცნების" კანდაიდატი 4800 ხმით იგებს.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186