ცესკო: ამ ეტაპზე ოლქების 50% დათვლილია

ცესკო: ამ ეტაპზე ოლქების 50% დათვლილია

  • ცესკო
  • 31 ოქტომბერი, 2016
  • 00:11
  • ადმინისტრატორი

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დათვლილია ოლქების საერთო რაოდენობის 50%. 

"მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი დასრულდა, ამჟამად ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცესკოში ეტაპობრივად შემოდის შემაჯამებელი ოქმები, უკვე 22 საათიდან ოქმები მუდმივად ქვეყდნება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის, ასევე ხორციელდება ცენტარულ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლირება ცესკოს ბებ-გვერდის, ფეიბუქისა და იუთუბის მეშვეობით. ტრასლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით ხდება და ყველას აქვს შესაძლებლობა თვალი ადვენოს აღნიშულ პროცესს. 

ვინაიდან არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, თითოეული უბნის შედეგს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა საბოლოო შედეგებზე. აქედან გამომდინარე ცენტარლური საარჩევნო კომისია საზოგადოებისთვის საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს, როცა თითქმის ყველა უბნის შედეგი ყველა მაჟორიტარულ ოლქში დაითვლება. ამ ეტაპისათვის ოპერატორების მიერ დამუშავებულია და დათვლილია შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი. სულ 1250 უბნის მონაცემები. 

ამ წუთებში მიმდინარეობს წინასწარი შედეგების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების პროცესი და ყველას უკვე აქვს შესაძლებლობა იხილოს პირველადი მონაცემები 50-ვე ოლქში.

აღსანიშნავია,რომ პარალალურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის და ასევე ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შეუალდური არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. 

წიანსწარი შედეგები მთელი ღამის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მუდმივად განახლდება და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი იქნება ყვესათვის. მედიორგანიზაციებს ინფორმაცია მიეწოდებათ ლაივ რეჟიმში",-განაცხად ანა მიქელაძემ. 

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

21 ოქტომბერი, 2017

"ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია "პრესმედიის" სახელით ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080