ცესკო:მარნეულში უფრო ნაკლები ამომრჩეველი მონაწილეობდა,ვიდრე ბიულეტინების ჩაყრაზეა საუბარი

ცესკო:მარნეულში უფრო ნაკლები ამომრჩეველი მონაწილეობდა,ვიდრე ბიულეტინების ჩაყრაზეა საუბარი

  • ცესკო
  • 30 ოქტომბერი, 2016
  • 23:22
  • ადმინისტრატორი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან, სადაც პარტიის წარმომადგენლების თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზაზა ბაირამოვი საუბრობს, თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტინი. 

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, მარნეულში უფრო ნაკლები ამომრჩეველი მონაწილეობდა არჩევნებში, ვიდრე ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობაზეა საუბარი. 

„გავრცელდა ეს ინფორმაცია, რამდენადაც ადმინისტრაციისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანზე მცირე რაოდენობით, ბევრად უფრო ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკთხზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუკი საჩივარი იქნება დაწერილი, ადმინისტრაცია შეისწავლის და კანონმდებლობის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას.“,- განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანი მიქელაძემ.

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

21 ოქტომბერი, 2017

"ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია "პრესმედიის" სახელით ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080