კობახიძე: "ნაცმოძრაობის" ვიდეოზე ადამიანები თავების გარეშე იყვნენ აღბეჭდილი, ეს არასერიოზულია

კობახიძე: "ნაცმოძრაობის" ვიდეოზე ადამიანები თავების გარეშე იყვნენ აღბეჭდილი, ეს არასერიოზულია

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია. 

"ეს კიდევ ერთი ვიდეოა, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, ძალიან გავს ეს ვიდეო მანამდე გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ადამიანები თავების გარეშე იყვნენ აღბეჭდილი და ასეთი ტიპის ინფორმაცია შემოგვთავაზა ნაცმოძრაობამ. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება. ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, მოვიგეთ ყველა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, გამოგვიცხადა ნდობა ამომრჩეველმა და მას აუცილებლად გავამართლებთ",-განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისათვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ვიდეო, სადაც მათი თქმით ,მარნეულის ერთ-ერთ უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაყარა. 

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186