ცესკო: ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე საჩივრის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ

ცესკო: ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე საჩივრის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან, სადაც პარტიის წარმომადგენლების თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზაზა ბაირამოვი საუბრობს, თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტინი.  

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხზე საჩივარი დაიწერება, ადმინისტრაცია შეისწავლის და კანონის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. 

„გავრცელდა ეს ინფორმაცია, რამდენადაც ადმინისტრაციისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანზე მცირე რაოდენობით, ბევრად უფრო ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკთხზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუკი საჩივარი იქნება დაწერილი, ადმინისტრაცია შეისწავლის და კანონმდებლობის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას.“,- განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანი მიქელაძემ.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167