პირველადი წინასწარი შედეგების შესახებ ბრიფინგი ცესკო-ში ხვალ 09:00 საათზე გაიმართება

პირველადი წინასწარი შედეგების შესახებ ბრიფინგი ცესკო-ში ხვალ 09:00 საათზე გაიმართება

  • ცესკო
  • 30 ოქტომბერი, 2016
  • 22:30
  • თაკო პაატაშვილი

საარჩევნო უბნებზე ამ წუთებში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, შემაჯამებელი ოქმების მიღებისთანავე, შედეგები მთელი ღამის განმავლობაში ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე http://results.cec.gov.ge/. 

თუმცა, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის პირველადი წინასწარი შედეგების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი ხვალ 09:00 საათზე გაიმართება.

„საარჩენო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს კანონის ფარგლებში წარმართონ საკუთარი საქმიანობა. ასევე მივმართავთ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიასა და დამკვირვებლებს საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას“, -აღნიშნა ცესკო-ს სპიკერმა ანი მიქელაძემ.

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

21 ოქტომბერი, 2017

"ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია "პრესმედიის" სახელით ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172