გურჯაანში "ოცნების" კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა

გურჯაანში "ოცნების" კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გაიმარჯვა

გურჯაანის №24 საარჩევნო ოლქში დღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი. 

"არჩევნების პირველ ტურში დავით სონღულაშვილმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გურჯაანის მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებზე 50%-ზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდა.

ამ დროისთვის გურჯანის მუნიციპალიტეტის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 25 უბანზე მეტი, სადაც საარჩევნო ბიულეტინებზე დაფიქსირებული ხმათა რაოდენობით, დავით სონღულაშვილი დიდი უპირატესობით, დაახლოებით 80%-ით ლიდერობს", - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" სონღულაშვილის საარჩევნო შტაბიდან მიაწოდეს.
 

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში დავით სონღულაშვილმა 43,46 % მოიპოვა, ხოლო გიორგი ღვინიაშვილმა 32,11%.

''ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

15 ოქტომბერი, 2017

''67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ,ლევან მაქაცარიამ,გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ.თუმცა ვადები უჯვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის,'' განუცხადა ''აიპრესსს'' მირანდა მესხმა.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080