მარნეულის საოლქოს თავმჯდომარე:ხმა 380-მა ამომრჩეველმა მისცა,ყუთში 400 ბიულეტენს ვერ ჩაუშვებდნენ

მარნეულის საოლქოს თავმჯდომარე:ხმა 380-მა ამომრჩეველმა მისცა,ყუთში 400 ბიულეტენს ვერ ჩაუშვებდნენ

მტკნარი სიცრუეა ის, რასაც ვიღაცა ამბობს რომ 400 ბიულეტინი ჩაუშვა საარჩევნო ყუთში, - ამის შესახებ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე აცხადებს.

„წინასწარი მონაცემებით რაც მე გამაჩნია 86-ე უბანზე სულ ხმა მისცა 380-მა ამომრჩეველმა, შესაბამისად მტკნარი სიცრუეა ის, რასაც ვიღაცა ამბობს, რომ 400 ბიულეტინი ჩაუშვა ყუთში. უბანზე კენჭისყრა მიდმდინარეობდა სამართლიანად და გამჭვირვალედ. ექსცესებსა და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. მითია თუ ზღაპარი რომ 400 ბიულეტინი ჩააგდო ვიღაცამ“, - განაცხადა მარნეულის საოლქოს თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-თან.

 

შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვიდეო გაავრცელა, სადაც მათი თქმით, მარნეულის № 86 საარჩევნო უბნის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ბაირამოვი ამბობს, რომ საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტინი ჩაყარა.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186