დავით სონღულაშვილი - მე ხმა გურჯაანის კეთილდღეობას მივეცი

დავით სონღულაშვილი - მე ხმა გურჯაანის კეთილდღეობას მივეცი

30 ოქტომბერს, 09:30 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, სოფელ ძირკოკში №25 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. ის უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

10 საათის მონაცემებით, 25-ე უბანზე 67 ამომრჩეველი მივიდა. დავით სონღულაშვილმა ხმის მიცემის შემდგომ, კომენტარიც გააკეთა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მეორე ტური კანონზომიერი იყო. გურჯაანელებს მეტი დრო ჭირდებოდათ დაფიქრებისთვის. ვიცი მოსახლეობის განწყობა, ვიცი საზოგადოების მოლოდინი, ვიცი რა ჭირდება გურჯაანს. მაქვს დიდი უპირატესობა, მაქვს უდიდესი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ გურჯაანელების არჩევანში. ეს არის თავისუფლება, ეს არის სწრაფი განვითარება და ეს არის თითოეული გურჯაანელის ოჯახის კეთილდღეობა,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

''ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

15 ოქტომბერი, 2017

''67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ,ლევან მაქაცარიამ,გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ.თუმცა ვადები უჯვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის,'' განუცხადა ''აიპრესსს'' მირანდა მესხმა.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080