ვალერი გელაშვილი მოსახლეობას შეხვდა

ვალერი გელაშვილი მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ყურადღება "ქართული ოცნების" გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. 

"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები ჩემს ხალხს, ჩემს რაიონს.რამდენად შევძელი - ამას ამომრჩეველი შეაფასებს. მე მაქვს მორალური უფლება, თვალებში შევხედო ჩემს ამომრჩეველს და ვუთხრა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლება შეძლებს ქვეყნის სწრაფ განვითარებასა და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანას. ყველა წინა არჩევნებში ყოველთვის ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი.დღეს თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების ნდობა და გულწრფელი მხარდაჭერა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას.მზად ვარ ისე, როგორც არასდროს, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს რაიონს. დღეს არ შევუდგები იმ საქმეების ჩამოთვლას, რაც დეპუტატობის პერიოდში მე და ჩემს მიერ დაარსებულ კომპანიებს შეგვისრულებია.ეს ყველაფერი ამომრჩეველმა შესანიშნავად იცის.მინდა მოვუწოდო რაიონის მოსახლეობას, ამომრჩეველს, აქტიურად დაუჭირონ მხარი ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ყველა იმ გამოწვევის განხორციელება, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის",-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

''ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

15 ოქტომბერი, 2017

''67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ,ლევან მაქაცარიამ,გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ.თუმცა ვადები უჯვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის,'' განუცხადა ''აიპრესსს'' მირანდა მესხმა.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080