ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პასუხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე დასმულ კითხვაზე

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პასუხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე დასმულ კითხვაზე

  • რიგა 2016
  • 28 ოქტომბერი, 2016
  • 20:46
  • ადმინისტრატორი

რიგის კონფერენციაზე შეკითხვა საქართველოს შესახებაც გაჟღერდა. მოდერატორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ევროპა საქართველოს, რომელსაც NATO-ს წევრობა სურს, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საუბრით პასუხობს.

- "საქართველოს სურს გახდეს NATO-ს წევრი და იყოს დასავლეთის ნაწილი. მათ აწუხებთ ის, რომ უთხრეს, რომ უნდა მოიცადონ. ზოგი კი შეიძლება ფიქრობს, თუ რატომ უნდა მოიცადონ, იქნებ ევროპას ისინი არ სურს და იქნებ უფრო იოლი იყოს მათთან დაახლოება, ვისაც უკვე იცნობენ, ეს რუსები არიან. რას უპასუხებდით თქვენ ამ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "იქნებ ჩვენ კი გვინდა ისინი, მაგრამ მათ არ ვუნდივართ?"

"საქართველოსა და კიდევ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღსანიშნავია კიდევ უკრაინა, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინტერესი ევროკავშირის წევრობისა. ვფიქრობ, ჩვენც ჩვენი, ევროკავშირის მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ვიქონიოთ ამ ქვეყნებთან, საქართველოსთან, უკრაინასთან. ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გამყარება ჩვენ შეგვიძლია იგივე ასოცირების შეთანხმებით და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, ვიზალიბერალიზაციით, რომელიც მოქალაქეებისთვის ევროპასთან მიახლოების მართლაც რეალურ, ხელშესახებ ნიშანს წარმოადგენს. 

ასე რომ, მართლაც ბევრი საკითხია, რაც ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს, რათა მჭიდრო თანამშრომლობა იქონიოს ამ ქვეყნებთან და იაქტიუროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში", - აღნიშნავს ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და ევრო და სოციალური დიალოგის ევროკომისარი ვალდის დომბროვსკისი.

"როგორი უნდა იყოს ტრანსატლანტიკური გაერთიანების მომავალი" -  რიგის კონფერენცია 2016"  სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება. რიგის 2016 წლის კონფერენცია უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია.

მასში 40 ქვეყნის 500-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი, მეცნიერი და მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენცია ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციაა (LATO), რომელიც ლატვიის თავდაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს. კონფერენცია ნატოს მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე მას მხარს უჭერენ კონრად ადენაუერის ფონდი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი, რიგის საერთაშორისო აეროპორტი, ლატვიაში აშშ-ის საელჩო, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობა, Apply-ის ინტელექტუალური ტექნოლოგიები, ასკანელი ძმები, ლატვიის დისტრიბუცია,  Kongsberg, კანადის საელჩო ლატვიაში, SAAB, ლატვიაში იტალიის საელჩო, Nordic-ის მინისტრთა საბჭო, Swedbank, რიგის საკრებულო. საინფორმაციო პარტნიორები: ლატვიის ტელევიზია, DELFI, LETA, ჟურნალი Ir, Hromadske International, Postimees, Lithuania Tribune, iPress. ge და New Eastern Europe.

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

01 ნოემბერი, 2016

- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052