ლატვიის პრეზიდენტი: რუსეთის ოპერაციები ერთხელ უკვე გადაიზარდა საქართველოს ანექსიაში

ლატვიის პრეზიდენტი: რუსეთის ოპერაციები ერთხელ უკვე გადაიზარდა საქართველოს ანექსიაში

  • რიგა 2016
  • 28 ოქტომბერი, 2016
  • 17:02
  • ადმინისტრატორი

რიგის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლატვიის პრეზიდენტმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ვეიონისმა NATO-ს ალიანსის მნიშვნელობასა და რუსეთის საწვრთნელი ოპერაციების მიღმა შესაძლო საფრთხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენ უკვე ერთხელ გავხდით მომსწრენი, თუ როგორ დასრულდა მსგავსი ოპერაციები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიით.

"უკრაინაში კონფლიქტი გრძელდება. არსებობს გარკვეული წესები საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო კანონებისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ევროკავშირი და NATO პირველ რიგში ევროპაში სამშვიდობო ფონდია. ევროკავშირის შემთხვევაში, თაობები, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, უკვე ჩვენთან ერთად აღარ არის. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ მიზეზი, რატომაც ვართ ერთად, არის ის, რომ ავირიდოთ კონფლიქტები 21-ე საუკუნეში. რუსეთმა ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი სამხედრო რეზერვები შექმნა.

რუსეთის საწვრთნელი ოპერაციები მიმდინარეობს NATO-ს საზღვრებთან ახლოს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ საქართველოსა და უკრაინის შემთხვევებში მსგავსი ოპერაციები აგრესიასა და ანექსიაში ერთხელ უკვე გადაიზარდა. რუსეთს შეიძლება არ აქვს განზრახული, რომ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეს NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანასთან, მაგრამ მსგავსი რეგიონალური მდგომარეობა მიუღებელია.

ევროკავშირი უნდა განვითარდეს, რათა ფეხი აუწყოს თანამედროვე სამხედრო განვითარებას. როგორც ლატვიის პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არაერთხელ გავხდი მოწმე იმ დახმარებისა, რომელიც ალიანსმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. ამ სიტუაციაში, როდესაც მშვიდობიანობა კიდევ ერთხელაა საფრთხის ქვეშ, ჩვენ უნდა ვიყოთ ალიანსთან ერთად. ეს არის დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლის პრინციპები", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა.

"როგორი უნდა იყოს ტრანსატლანტიკური გაერთიანების მომავალი" -  რიგის კონფერენცია 2016"  სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება. რიგის 2016 წლის კონფერენცია უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია.

მასში 40 ქვეყნის 500-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი, მეცნიერი და მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენცია ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციაა (LATO), რომელიც ლატვიის თავდაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს. კონფერენცია ნატოს მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე მას მხარს უჭერენ კონრად ადენაუერის ფონდი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი, რიგის საერთაშორისო აეროპორტი, ლატვიაში აშშ-ის საელჩო, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობა, Apply-ის ინტელექტუალური ტექნოლოგიები, ასკანელი ძმები, ლატვიის დისტრიბუცია,  Kongsberg, კანადის საელჩო ლატვიაში, SAAB, ლატვიაში იტალიის საელჩო, Nordic-ის მინისტრთა საბჭო, Swedbank, რიგის საკრებულო. საინფორმაციო პარტნიორები: ლატვიის ტელევიზია, DELFI, LETA, ჟურნალი Ir, Hromadske International, Postimees, Lithuania Tribune, iPress. ge და New Eastern Europe.

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

01 ნოემბერი, 2016

- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052