შალვა კიკნაველიძემ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს მეტალურგის დღე მიულოცა

შალვა კიკნაველიძემ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს მეტალურგის დღე მიულოცა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 83 წლისთავი აღნიშნეს. შეხვედრას ქარხნის ხელმძღვანელობის მიწვევით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ესწრებოდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

1933 წლის 30 ოქტომბერს პირველად მოხდა მარგანეცის მოპოვება. ამ დღესთან დაკავშირებით ფეროს დამსახურებულ თანამშრომლებს ხელმძღვანელების მხრიდან საჩუქრები გადაეცათ.

ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ ბოლო წლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ განახლებაზე ისაუბრა, რომელიც გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების შემცირების კუთხით განხორციელდა. მისი განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. ფილტრების მონტაჟს, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ჩვენ აღვადგინეთ და მოდერნიზაცია განვახორციელეთ ქარხნის მანქანა-დანადგარების. ასევე მოვახდინეთ ფილტრების მონტაჟი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა“ - განაცხადა ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ.

ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მეტალურგის დღე მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში ვულოცავ ყველა მეტალურგს პროფესიულ დღეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან და მაქსიმალურად უწყობენ ხელს ჩვენი რაიონის და ქვეყნის განვითარებას. ძლიერი ბიზნესი, ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რაც ძლიერი ქვეყნის გარანტია“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

დღეს ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს კვლევით ინსტიტუტსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას შორის, რომელიც ითვლისწინებს თანამშრომლობას დარგის განვითარების კუთხით. 

''ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

15 ოქტომბერი, 2017

''67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ,ლევან მაქაცარიამ,გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ.თუმცა ვადები უჯვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის,'' განუცხადა ''აიპრესსს'' მირანდა მესხმა.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080