ბექა ოდიშარია: "ნაცმოძრაობამ" საზოგადოებას შესთავაზა ორბანქოიანი თამაში

ბექა ოდიშარია: "ნაცმოძრაობამ" საზოგადოებას შესთავაზა ორბანქოიანი თამაში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოებას შესთავაზა ორბანქოიანი თამაში, სადაც მხოლოდ ბანქოს ერთ ქაღალდს აჩვენებენ. ამ ქაღალდზე წერია არა "ქართულ ოცნებას". 31 ოქტომბერს კი, ისინი მზად არიან, მეორე ქაღალდი ამოატრიალონ, სადაც წერია - არა „ქართულ ოცნებას“, კი - „ნაციონალურ მოძრაობას“, არა საკონსტიტუციო უმრავლესობას და მეტი მანდატი და ძალაუფლება "ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.   

"ჯერ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 67 მანდატი აქვს და უბრალო უმრავლესობამდე 8 მანდატი აკლია. ასე რომ, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ 31 ოქტომბერს ისეთ საქართველოში გავიღვიძოთ, როგორიც შავ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ 2030-ში.

''ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

15 ოქტომბერი, 2017

''67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ,ლევან მაქაცარიამ,გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ.თუმცა ვადები უჯვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის,'' განუცხადა ''აიპრესსს'' მირანდა მესხმა.

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186