ქართველები ბიტკოინის აქტიური მომხმარებლები გახდნენ

ქართველები ბიტკოინის აქტიური მომხმარებლები გახდნენ

ქართველები ბიტკოინის აქტიური მომხმარებლები გახდნენ – ვირტუალური ვალუტის ქართული მომავალი.

ბიტკოინის გადაცვლა უკვე თითქმის 2 თვეა საქართველოშიც ხდება. e-money ქართველ მომხმარებელს, ბიტკოინის შეძენა ელექტრონული ბალანსის მეშვეობით შეუძლია. სხვადასხვა საიტების მეშვეობით შეძენილი ბიტკოინის გადაცვლა e-money-ს საფულის მეშვეობით ხდება, რის შემდეგაც საკრედიტო ბარათით ნებისმიერი ნივთის შეძენა ხდება. როგორც აიბიზნესს e-money-ში განუცხადეს მიუხედავად მცირე დროისა ქართველი მომხმარებელი კრიპტოვალუტას აქტიურად იყენებს.

“ბიტკოინს საქართველოში აქტიურად იყებენ. მომხმარებელს შეუძლია ჩვენს  სისტემაში გადმორიცხოს სხვა სისტემაში არსებული ბიტკოინები და შემდეგ შეუძლია გადაცვალოს მის სასურველ ვალუტაზე, ვთქვათ ლარში, დოლარში და ევროში. მომხმარებელს ბიტკოინების შეძენა ჩვენთანაც შეუძლია. ჩვენ კუთვნილ საფულეში კი მომხმარებელს შეუძლია ბიტკოინების განაღდება ან მისი ლარით შეძენა”, – აცხადებს e-money-ის მენეჯერი მერაბ ნაცვლიშვილი აიპრესთან საუბარში.

ვირტუალური ვალუტის ქართულ მომავალს ვერ ხედავენ ადმირალ მარკეტს ჯორჯიაში. როგორც დავით წიქარიძე აცხადებს, საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელი მხოლოდ მოსახლეობის სპეციფიური ჯგუფია, მათ შორის ტრეიდერები, რომლებიც ვალუტის კონვენტირებით ფულს შოულობენ. ქართველი მომხმარებლის გააქტიურების მიუხედავად, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით ბიტკოინი კვლავ რჩება მსოფლიოში ფულის გათეთრების ერთ-ერთ მარტივ გზად.

“ბიტკოინის ირგვლივ არის ძალიან სპეციფიური ხალხის წრე, რომლებიც მას იყენებენ. ვერ ვხედავ საქართველოში ბიტკოინის პერსპექტივას, მსოფლიოშიც არ აქვს მას პერსპექტივა, როგორც არის დღეს იმ დონეზე იქნება. ვიღაცისთვის კრიპტოვალუტა ფულის გაკეთების ინსტრუმენტად დარჩება მუდამ, რადგან ბიტკოინი არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი ფულის გათეთრების. ვალუტა არ არის საბანკო სტრუქტურებთან შეკრული, არავინ არ ამოწმებს – საქართველოში ბიტკოინს მხოლოდ სპეციფიური კატეგორია იყენებს – მათ შორის ტრეიდერები, რომლებისთვისაც ბიტკოინი ფულის გაკეთების კარგი საშუალებაა. როგორც საგადასახადო საშუალებას მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს”, – აცხადებს აიპრესთან საუბარში ადმირალ მარკეტსის ხელმძღვანელი დავით წიქარიძე.

ვირტუალურ ვალუტაში პირველი ინვესტიცია კი საქართველოში თანაინვესტირების ფონდმა განახორციელა. ფონდმა $15 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ კომპანია BitFury-ში, რომელმაც საქართველოში კრიპტოვალუტა Bitcoin-ის იმ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი საპროცესინგო დატა ცენტრი განათავსა. როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტში განხორციელებული ინვესტიცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 

“პროექტის ფარგლებში შეიქმნა 30 მუდმივი მაღალინტელექტუალური სამუშაო ადგილი. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უახლესი მიღწევების დანერგვას და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას.

ინვესტიცია განხორციელდა 2014 წლის ივნისში. ინვესტირებიდან 1 თვეში გორში დასრულდა Blockchain ტექნოლოგიების საპროცესინგო ცენტრის მშენებლობა და სერვერებით სრულად აღჭურვა. შესაბამისად, ცენტრმა საპროცესინგო მომსახურება 2014 წლის ივლისში დაიწყო”, – განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოადგენს ვირტუალურ და კრიპტო ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით ხდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ გაიცემა არ ხდება. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.

ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობაა. გერმანიამ ის კანონიერ საგადასახადო სისტემად აღიარა. ბოლივია კი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ვირტუალური ვალუტა ქვეყანაში სრულად აკრძალა.

ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

39 წუთის წინ

ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156