თხილი, მსუბუქი ავტომობილები და სპილენძი – საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

თხილი, მსუბუქი ავტომობილები და სპილენძი – საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

2015 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 61 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, 58 მილიონი დოლარი და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი წლიურად 10 პროცენტით შემცირდა.

მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 52 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი ერთ წელში 7 პროცენტით გაიზარდა.

გაიზარდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი და მან 2015 წლის პირველი კვარტლის მთლიან ექსპორტში 5 პროცენტი დაიკავა, გასული წლის 2 პროცენტის ნაცვლად.

3,7 პროცენტით შემცირდა ღვინის ექსპორტი და მან ექსპორტის მთლიან მოცულობაში 3,1 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მარტში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 150 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 135 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 129 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

თხილი, მსუბუქი ავტომობილები და სპილენძი - საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

9 წუთის წინ

ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156