თარხან-მოურავი: ის აზრი, რომ "პატრიოტთა ალიანს" "ოცნება" მართავს, არასერიოზულია

თარხან-მოურავი: ის აზრი, რომ "პატრიოტთა ალიანს" "ოცნება" მართავს, არასერიოზულია

„ის აზრი, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ „ქართული ოცნება“ მართავს, არასერიოზულია, რამდენი უნდა ვამტკიცო“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთრში განაცხადა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ 2016 წლის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, თუმცა, ამ ეტაპზე პარტიამ ამჯობინა, რომ გაჩუმდეს და ხმას, პარლამენტში შესვლის შემდეგ ამოიღებს. 

„მე ვერ დავინახე ვერანაირი „ქართული ოცნების“ ხელშეწყობა ჩვენდამი, ვერც საგარეჯოში და ვერც ახლა, ამ არჩევნებზე. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა პარტია ვართ, სულ 2 არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა, ჩვენი პარტია ცარიელ ადგილზე არ შექმნილა, ის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ბაზაზე შეიქმნა, ეს დიდი ორგანიზაცია იყო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ახლა პარტიას ვხელმძღვანელობ, მაგრამ ვერც ერთ არჩევნებში ვერ ვნახეთ, რომ ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვიცვა, პირიქით, ახლაც გეუბნებით, ნუთუ თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენ 5.006% ავიღეთ. რა არის ახლა ეს? მთელი ღამე იქ ეკიდა, 4.99%, და ა.შ.

ჩვენ შედეგებით უკმაყოფილო ვართ, ჩვენი შედეგები არ მოგვწონს. შედეგებს ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ... გამოძიება მომავლის დროა, მომავალში ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ითქმება ამ კუთხით, ახლა პერიოდია, რომ დასაცავია, ის რაც არის, პრაქტიკულად იმის დაცვა უკვე მოხდა, ახლა შემაჯამებელი ოქმი დაიწერება და ამიტომ, ამას უნდა დაველოდოთ, და ამით პროცესი უნდა დასრულდეს. 

განცხადებებში ვართ ძალიან ფრთხილები, სწორედ იმიტომ, რომ არც ისე გამოვიდეს, რომ მარტო ჩვენ ვართ უკმაყოფილეობი, მაგრამ, მეორე არის მარტივი სიბრძნე, არის დრო , როცა უნდა გაჩუმდე, და არის დრო, როცა უნდა ილაპარაკო. ახლა არის დრო, როდესაც უნდა გაჩერდე“, - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა. 

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

15 წუთის წინ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172