2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი საქართველო იქნება

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი საქართველო იქნება

18 ოქტომბერს ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016 გაიხსნა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობა ბელგიის მეფე-დედოფალმა მიიღეს. ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი წარმოადგენდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარსდგება.

პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. დაგეგემილია ქართველი გამომცემლების მონაწილეობა ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

წელს ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები ნიდერლანდები და ბელგია გახლავთ. საქართველო ამ სტატუსით ასობით გამომცემლებსა და მწერლებს ფრანკფურტში 2018 წელს უმასპინძლებს. 

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

19 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობენ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167