ილია მეორე: ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას! მცხეთობას!

ილია მეორე: ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას! მცხეთობას!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორებ სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოვლობისა და მცხეთობის დღესასწაულის საზეიმო ლიტურგია ჩაატარა. 

წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მართლმადიდებლებს სვეტიცხოვლობისა და მცხეთობის დღესასწაული მიულოცა. 

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას! მცხეთობას! ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვართ, რა წმიდა ადგილია ესა. ეს არის ის ადგილი სადაც დაკრძალული იყო ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, ეს არის ის წმიდა ადგილი, სადაც დაკრძალული იყო კვართი უფლისა, სადაც მრავალი საქართველოს მეფე და დედოფალი ეკურხებოდა, სადაც დღესაც ჩვენ დროს ეკურთხება კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსი.

სვეტიცხოველი იმდენად წმიდა ადგილია, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო გარდაცვალების მოახლოება, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ. იმიტომ რომ უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. 

მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმიდა ტაძარში და ყოველი ადამიანი რომელიც შემოდის რწმენით და სიყვარულით გრძნობს მადლსა უფლისასა. 

"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი", უფალი რომელიც გვაძლევს ამდენ მადლსა, ამდენ კურთხევასა, უფალი მოგვკითხავს ყოველ ჩვეთაგანს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლამდიდებელი, სიყვარული და სასოება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკელსიაში.

ჩენთან არს ღმერთი!", - ბრძანა ილია მეორე სვეტიცხოველში.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

1 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237