თბილისის მერია: ხვალ გამოფენა "მხატვრის თვალით დანახული საქართველო" გაიხსნება

თბილისის მერია: ხვალ გამოფენა "მხატვრის თვალით დანახული საქართველო" გაიხსნება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და მხატვართა კავშირის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი „მხატვრის თვალით დანახული საქართველო“. 14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში მოეწყობა აღნიშნულ პროექტში მონაწილე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, "მხატვრის თვალით დანახული საქართველო“ - პროექტში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა მხატვარმა, რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - ახმეტა-პანკისში, ახალციხე-რაბათი, ქობულეთი-ხულო.

თბილისიდან ჩასული მხატვრები შეხვდნენ ადგილობრივ კოლეგებს. ღია ცის ქვეშ მოეწყო ერთობლივი გამოფენები; მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ჩატარდა მასტერკლასები; პროექტის ფარგლებში, 100-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა.

აღნიშნული ნამუშევრები სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში 22 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა თბილისობის დღესასწაულს ეძღვნება.
 

ფოლკლორის ცენტრში მხატვარ მეგი გვენეტაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

ფოლკლორის ცენტრში მხატვარ მეგი გვენეტაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

20 ივლისი, 2018

გამოფენაზე წარმოდგენილია მეგი გვენეტაძის მიერ მოხატული დეკორატიული სარკეები და მისი მოსწავლეების მიერ შესრულებული სხვადასხვა დეკორატიული ნივთები და გრაფიკული ნამუშვრები. გამოფენა დაიხურება 26 ივლისს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080