"ისრაელს შეუძლია მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას, მაგრამ ეს მსხვერპლს გამოიწვევს"

"ისრაელს შეუძლია მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას, მაგრამ ეს მსხვერპლს გამოიწვევს"

"რუსეთის მიერ ირანისთვის რაკეტების გადაცემის სანაცვლოდ, ისრაელს შეუძლია მიაწოდოს უკრაინას შეიარაღება, მაგრამ ეს მსხვერპლს გამოიწვევს",-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც პუტინმა აღნიშნა, თუ ისრაელში თვლიან, რომ ეს საჭიროა, აქვთ უფლება, მიაწოდონ შეიარაღება უკრაინას. მისივე თქმით, ეს კონსტრპროდუქტიულია.

"ეს არის ისრაელის ხელმძღვანელობის არჩევანი. მათ აქვთ უფლება გააკეთონ ის, რაც მათი აზრით მიზანშეწონილია. ვფიქრობ, რომ ეს კონტრპროდუქტიულია, თუ საუბარია ლეტალურ იარაღზე, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს დაპირისპირების დამატებით ტალღას. გამოიწვევს მსხვერპლს და შედეგი იქნება ერთი და იგივე",-განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ირანისთვის ს-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გადაცემის თაობაზე განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. ისრაელის პირველმა პირებმა ამის გამო პროტესტი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ირანისთვის შეიარაღების გადაცემა რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

38 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237