გორში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა ბარიერი "თავისუფალმა დემოკრატებმაც" გადალახა

გორში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა ბარიერი "თავისუფალმა დემოკრატებმაც" გადალახა

გორისა და გორის რაიონის საარჩევნო ოლქებში ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ბარიერის გადალხავა შეძლო „თავისუფალმა დემოკრატებმაც“. ასეთია ცესკოს ამ დროის მოანაცემები.

გორის 41-ე საარჩევნო ოლქის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40.45% -  10 0125 ხმა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 23. 53% - 5 831 ხმა მიიღო. ამ ოლქში მესამე ადგილზე ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ, რომელმაც ხმათა 13.87% - 3 439 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ალასანია მაჟორიტარ კანდიდატად სწორედ ამ ოლქში იყრიდა. როგორც ჩანს ამ ფაქტორმა პროპორციული არჩევანის დროსაც იქონია გავლენა.

რაც შეეხება რაიონს, გორის #42 ოლქშიც „ქართული ოცნება“ ლიდერობს 45.07% - 11 536 ხმით, მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი, 27.08% - 6 932 ხმაერგო წილად. ბარიერის გადალახვა აქაც მოახერხა „თავისუფალმა დემოკრეტებმა“ თუმცა გაცილებით დაბალი პროცენტით. პარტიამ 5.52% - 1 415 ხმა მოაგროვა. 

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172