დავით ბაქრაძე: ხვალ დილით მოსახლეობა დარწმუნდება, რომ პირველ ადგილზე ვართ

დავით ბაქრაძე: ხვალ დილით მოსახლეობა დარწმუნდება, რომ პირველ ადგილზე ვართ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ეგზიტპოლის შედეგებით "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის ნდობის მანდატი ვერ მოიპოვა. მისივე თქმით, ამომრჩევლის 33%-მა უარი თქვა ეგზიტპოლის შეკითხვისთვის პასუხის გაცემაზე.  ბაქრაძე ვარაუდობს, რომ ამ ადამიანებიდან უმრავლესობა მათი მხარდამჭერია. 

"განვლილი დღეების მანძილზე ჩვენ ვიხილეთ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობით, აფეთქებებით, სხვადასხვა ტიპის გავლენებით, მოსახლეობის დაშინებით, დათრგუნვით, დღეს ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც იყო დარღვევების მთელი სპექტრი. დაწყებული მარნეულის ფართომასშტაბიანი ძალადობით, დასრულებული ადმინისტარციული რესურსის გამოყენებით და ამომრჩევლის მოსყიდვით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეგზიტპოლის პირველადი შედეგებითაც კი ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვეს ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანდატი. 

შეგახსენებთ, 2012 წელს როცა ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო, მან მიიღი ხმების 40%, ანუ 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე სავარაუდოდ, ეგზიტპოლის პირველადი მონაცემებით ეს მიიღო ქართულმა ოცნებამ.

მეორე არის მნიშვნელოვანი ის რომ ამომრჩევლის 33%-მა უარი თქვა ეგზიტპოლის შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ 33% ის დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები არიან. 

დარწმუნებული ვარ, უახლოეს 4-5 საათში ეს გამოჩნდება და ამ ადამიანების ხმების ხარჯზე ნაციონალური მოძრაობა პირველ ადგილს დაიკავებს. 

ნებისმიერი ეგზიტპოლის შედეგი არ არის საბოლოო, საბოლოოდ ყველაფერი უბნებში წყდება. დაწმუნებული ვარ ხვალ დილით საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა",-განაცხადა ბაქრაძემ. 

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172