გიორგი ტუღუში: ჩვენს წარმომადგენელს საბურთალოზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

გიორგი ტუღუში: ჩვენს წარმომადგენელს საბურთალოზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მათ წარმომადგენელს, მამუკა კურტანიძეს აიძულეს საარჩევნო უბანი დაეტოვებინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

"მინდა გამოვეხმაურო შემთხვავას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საბურთალოს მე-6 ოლქში დაფიქსირდა. 48-ე უბანზე ჯერ აიძულეს ჩვენი წარმომადგენელი მამუკა კურტანიძე დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, ხოლო ამის შემდეგ როცა ის და მამამისი მივიდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, მათ თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, დაახლოებით 4 მანაქანიდან გადმოვიდა 20-მდე პირი. მათ ჯერ გამოელაპარაკნენ, ხოლო შემდეგ უშუალოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენ მიერ ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. იმედია, ამ ფაქტს სათნადო რეაქცია მოყვება",-განაცხადა ტუღუშმა

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080