საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედროებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და სამთო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების დასასრულს წარმატებულმა სამხედროებმა სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნებიც მიიღეს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ სამთო კურსი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გაიარა.

სამი კვირის განმავლობაში მათ სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს.

ისინი კლდეზე ცოცვისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკასაც დაეუფლნენ და კლდიდან დაშვება, 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილება და კარვებში ღამის გათენება მოუწიათ.

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტიც ჩააბარეს, რომელიც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებას და 12 კმ.+1200მ-ზე გადაადგილებასა და ასვლას მოიცავდა.
 

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054