წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ღონისძიება "ოცნების ხეივანი" გაიმართა

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ღონისძიება "ოცნების ხეივანი" გაიმართა

"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ღონისძიება "ოცნების ხეივანი" გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტულ ღონისძიებებში, დაეტოვებინათ ფერადი ანაბეჭდები, ენახათ პანტონიმის თეატრისა და ბერიკების შოუ. ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს. 

ოცნების ხეივანს „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა. კანდიდატმა წყალტუბოელებთან მიმართვა მილოცვით დაიწყო და ადგილობრივებს 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების დღე გაახსენა. მისივე თქმით 8 ოქტომბერს პარტია კვლავ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.

"ოცნების ხეივანში იყო ბევრი ღიმილიანი სახე და პოზიტიური განწყობა, რაც მე ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე მოსვლით წყალტუბოს ახალგაზრდობამ კვლავ გამომიცხადა მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც აუცილებლად იქნება გამართლებული ქართული ოცნების მხრიდან. აქვე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე - 4 წლის წინ, 1 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება. ჩვენ 8 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ.“- ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ, რომლებიც წყალტუბოს სხვადასხვა თემიდან იყვნენ ჩამოსულები. ღონისძიებამ „ოცნების ხეივანი“ შუა ღამემდე გასტანა და ფოიერვერკის ფონზე დჯ-ის მუსიკალური ნომრით დასრულდა.

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172