პაპუაშვილი: უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება რომ არ არის, გარკვეული როლი ზეწოლისაა

პაპუაშვილი: უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება რომ არ არის, გარკვეული როლი ზეწოლისაა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა "რუსთავი 2"-ის ეთერში გიგი უგულავას საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკურმა თუ არაპოლიტიკურმა ზეწოლებმა გარკვეული როლი ითამაშა რომ კვლა არ არის ამ საქმეზე გადაწყვეტილება. 

"მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი პროცესია, თვითონ მოსამართლეს შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს, მათ შორის განსხვავებული - ან უმრავლესობას შეუერთდეს, ან - უმცირესობას. მე მეტს არ დავკონკრეტდები იმის გარდა რაც უკვე ნახსენები მქონდა. იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა და სხვა პოლიტიკურმა ზეწოლებამ და მათ შორის არაპოლიტიკურმა ზეწოლებმა გარკვეული როლი ითამაშა, რომ ამ ხნის განმავლობაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ეს იქნებოდა უარყოფითი თუ დადებითი რომელიმე მხარისათვის, მნიშვნელოვანი იყო დადებულიყო ეს შედეგი, რაც ამ პროცესში ჩართულ პირებს შესაძლებლობას მისცემდა სამართლებრივი ბრძოლა რა კუთხით გაეგრძელებინათ. მით უმეტეს საქმე პატიმრობას ეხებოდა, ჩემთვის სასამართლოზე ყოველთვის ეს იყო პრიორიტეტი. თქვენ გახსოვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით 9 თვიანი წინასწარ პატიმრობაზე, მოვახერხეთ მაშინ ყველა მოსამართლის ძალისხმევით მიუხედავად იმ ზეწოლებისა...

მე ამ შემთხვევაში მადლობა მინდა გადავუხადო როგორც მოსამართლეებს ისე არასამათავრობოებს, მასმედიის საშუალებებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უცხოეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათი ძალისხმევა რომ არა მარტო ჩვენ გაგვიჭირდებოდა გარკვეული ზეწოლების გაძლება და ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შსს-მ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი 2 პირი დააკავა

შსს-მ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი 2 პირი დააკავა

48 წუთის წინ

უწყების ცნობით, ნ.ნ. და ბ.გ. მიმდინარე წლის 5 ივლისს, ღამით, სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით...

USD 2.5694
EUR 2.9242
GBP 3.2752
TRY 0.3726