ნუცუბიძის ქუჩის 14ბ-სთან საფრთხის შემცველ მონაკვეთზე საყრდენი კედლები შენდება

ნუცუბიძის ქუჩის 14ბ-სთან საფრთხის შემცველ მონაკვეთზე საყრდენი კედლები შენდება

საბურთალოს რაიონის გამგეობა, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე, საყრდენი კედლების მშენებლობას აგრძელებს. ამჟამად, სამუშაოები ნუცუბიძის ქუჩის 14ბ-სთან მიმდინარეობს, სადაც საყრდენ კედელთან ერთად კიბე ეწყობა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოები დასრულებულია ნასიძისა და ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე, სადაც მშენებლობის დაწყებამდე არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს. კედელზე დამონტაჟდა მოაჯირები და მოასფალტდა მიმდებარე ტერიტორია.

საყრდენი კედელი აშენდა ლიხაურის 45ა-სთანაც, სადაც ასევე იშლებოდა ფერდი და მიწა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში იყრებოდა, რაც სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.

საყრდენი კედელი მოეწყო ფანასკერტელის N20ა-სთანაც, სადაც მანამდე ასფალტი დაიგო კორპუსის შიდა ეზოსა და მისასვლელ გზაზე.
 

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

10 საათის წინ

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207