ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს პირობა მისცა, რომ ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი გახდება

ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს პირობა მისცა, რომ ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი გახდება

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი გახდება. აღნიშნულის შესახებ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელსაც ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი ავრცელებს.

"ბატონმა ტრამპმა აღიარა, რომ იერუსალიმი სამი ათასი წლის განმავლობაში ებრაელი ხალხის მარადიული დედაქალაქი იყო. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კონგრესის იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქის განუყოფელ ნაწილად აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსები უკვე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს.

ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერთებული შტატებში გამართული შეხვედრისას ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ასევე ტრამპის კონკურენტს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ჰილარი კლინტონს შეხვდა.

რა საკითხზე ისაუბრეს ნეთანიაჰუმ და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ეს ჯერჯერობით უცნობია. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ჩატარდება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

21 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237